|
2018-09-21 12:01:21, 1981 ნახვა
სამართალი
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, ოჯახში ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ტ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის პირველი ნაწილით. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 18 მარტს, ქ.თელავში, პროფესიული სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, თ.ტ.-მ თავისა და ზურგის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ. ნ.-ს, რის შედეგად დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. „სამართალდამცველებმა თ.ტ. 2018 წლის 18 მარტს ქ.თელავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126' მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ თ.ტ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)