11:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 11:18:19, 4669 ნახვა

მსოფლიო
ნინო ბურჯანაძე, ვლადიმერ პუტინი და აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაცია - რუსეთში ფორუმი ჩატარდა

"ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ევრაზიულ ქალთა ფორუმს დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას პუტინის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და რუსეთისა და მსოფლიოს განვითარებაში ქალების როლზე ისაუბრა.

რაც შეეხება თავად ბურჯანაძეს, მასთან ინტერვიუ სახელისუფლებო გამოცემა «Парламентской газете»-მ ჩაწერა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, პირადი და არაფორმალური შეხვედრები იძლევა საშუალებას პრობლემები უფრო გულწრფელად განიხილო.

პოლიტიკოსის თქმით, ის სამი წლის წინაც იმყოფებოდა აღნიშნულ ფორუმზე და ორგანიზატორს ფორუმის ჩატარების იდეისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე დასძინა, რომ პოლიტიკოსები საჯარო გამოსვლებში უფრო მკაცრები არიან და "ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად საუბრობს აუდიტორიასა და სამზარეულოში".

"პირადი საუბრების დროს შეიძლება გულახდილად ისაუბროთ პრობლემებზე და გამოსავალი იპოვოთ. რა თქმა უნდა ყოველთვის ყველაფრის თქმა ბოლომდე, არ არის აუცილებელი, თუმცა არც ტყუილი უნდა ვთქვათ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძის გარდა, ფორუმს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაციაც ესწრებოდა. ე.წ. დელეგაციის რიგებში დე-ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციისა და კულტურის მინისტრები და პარლამენტის დეპუტატები იყვნენ.

ფორუმი სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა და მას 110 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics