|
2018-09-20 17:14:17, 2018 ნახვა
სამართალი
სააპელაციომ მამის ავტომანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და მამის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებული ს.ტ.-ს მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული ჯარიმა თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 აპრილს, ახალქალაქის რაიონის სოფელ მოდეგაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.ტ.-მ მამამისის ავტომანქანა ხის ძელის გამოყენებით დააზიანა. „ს.ტ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 ,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება) წარედგინა. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 22 მაისის განაჩენით ს.ტ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ს.ტ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)