|
2018-09-20 13:05:58, 2093 ნახვა
სამართალი
შსს-ში დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, უზენაესი სასამართლოს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების შეგროვების კუთხით თავიანთ უწყებებში არსებულ ინსტრუმენტებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო გეგმებსა და ამ ტიპის დანაშაულებზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)