|
2018-09-20 13:03:37, 1820 ნახვა
სამართალი
შსს-ს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში ხელმძღვანელთა როტაცია განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში, როტაციის ფარგლებში, დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეიცვალნენ. უწყების ინფორმაციით, პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი ზურაბიშვილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში 1999 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. დიმიტრი ზურაბიშვილი 2016 წლიდან ამ დრომდე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი პოლიციის პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი დაინიშნა, რომელსაც აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. დავით თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს. ცვლილებები განხორციელდა ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტშიც. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი - მამუკა საღარეიშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)