|
2018-09-19 17:53:41, 2050 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ქართული ენის შენარჩუნება 2019 წელს გაცილებით მაღალ პრიორიტეტში იქნება წარმოდგენილი
მეც მიცხოვრია საზღვარგარეთ და როცა შენი ქვეყნიდან მოშორებით ცხოვრობ, განსაკუთრებით ემოციურად აღიქვამ შენი ქვეყნის წარმატებასაც და განსაცდელსაც; ვფიქრობ, ყველა ქართველს ეს ემოცია აერთიანებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც დღეს ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში უმასპინძლა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ ყველა ქართველი ჩვენი სამშობლოს აქტივია. "თქვენ პატრიოტულ საქმეს აკეთებთ და მინდა, გამოვხატო თქვენდამი პატივისცემა. ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა და ეს საკითხი 2019 წელს გაცილებით მაღალ პრიორიტეტში იქნება წარმოდგენილი. განათლების რეფორმის მთავარი პუნქტია სწორედ ქართული ენის პოპულარიზაცია და შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი უკვე ჩაიდო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ დიდ საქმეს აკეთებს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ", - მიმართა პრემიერმა დიასპორის წარმომადგენლებს. მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ქართველი სამედროების საქმიანობას და აღნიშნა, რომ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე მათ გამორჩეულ როლს ყველა აღნიშნავს. "ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, მას ყველაზე მაღალ დონეზე, მაღალი პროფესიონალიზმით ვაკეთებთ, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, მივესალმო ჩვენს სტუდენტებს და ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანის კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში, რასაც მე საერთო ადამიანურ კაპიტალს ვუწოდებ, იქნება მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ვიყავი თქვენს ადგილზე და ვიცი ეს განცდა, ეს ემოცია და ჩემს თავს პირველ ამოცანად ამას ვუსვამ - შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, საქართველო იქნება წარმატებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს გვერდით დგომისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)