|
2018-09-19 16:05:20, 3381 ნახვა
ეკონომიკა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა იმერეთში შეხვედრები გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, რეგიონალური საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის ბიზნესსუბიექტებსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. სააგენტოს ხელმძღვანელი პრეზენტაციას გამართავს და შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების შესახებ. მნიშვნელოვანია, აღნიშნულ შეხვედრაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგებლების ჩართულობაც, იმისათვის, რომ ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თაობაზე. შეხვედრა იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გურნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭრით იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)