|
2018-09-19 13:01:55, 543 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე საქართველოში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს, მუნხტუია ალთანგერელს შეხვდა
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნკე რიჟვაძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან მუნხტუია ალთანგერელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, UNDP-ის პროგრამების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი, ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი და მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო გაეროსა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, „ENPARD-3: საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა" განხორციელებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობის საკითხს. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის მე-3 ფაზის (ENPARD III) ფარგლებში. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ. ევროს, სადაც აჭარის კომპონენტისთვის გამოყოფილია 2,3 მლნ. ევრო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანადაფინანსებით მიღებული თანხები (230 ათასი ევრო) მოხმარდება ისეთი აქტივობების დაფინანსებას, რომლებიც გულისხმობს აჭარის რეგიონის სასოფლო არეალებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას შემდეგი მიმართულებებით: ტურიზმის განვითარება, მსუბუქი მრეწველობა, სერვისების განვითარება. „გაეროს განვითარების პროგრამა აჭარის მთავრობასთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით კონკრეტულ პროექტებს. დღევანდელი შეხვედრაც, სწორედ, ამ მიზანს ემსახურება. განვიხილეთ ის კონკრეტული მიმართულებები, სადაც შეგვიძლია უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლოთ და უფრო ინტენსიურად იყოს ჩართული გაეროს განვითარების პროგრამა ჩვენი რეგიონის მიზნებიდან გამომდინარე"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 2018-2022 წლებში, ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება მიმართული იქნება აჭარის სოფლის ეკონომიკურ განვითარებაზე და მისი მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე. „23 წელზე მეტია საქართველოში ვართ და სხვადასხვა ინიციატივას ვახორციელებთ განვითარებისთვის. აუცილებლად გავაგრძელებთ მოღვაწეობას საქართველოში და ვიმუშავებთ იმ მთავარ მიმართულებებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარება. განსაკუთრებით აჭარაში გავაგრძელებთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ემპარდის პროგრამებს, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში. ასევე ვიმუშავებთ ალტერნატიული ენერგიის წყაროების, შენობებში ელექტრო ეფექტურობის და მოქალაქეთა მიერ ელექტრო ენერგიის მოხმარების საკითხებზე. მოხარულები ვართ ბათუმთან თანამშრომლობით, გვაქვს ასევე ურბანული მობილობის გეგმაც, რაც ტრანსპორტს უკავშირდება და აუცილებელია ბათუმის მსგავსი ქალაქებისთვის"- -განაცხადა მუნხტუია ალთანგერელმა. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)