18:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 12:30:15, 1909 ნახვა

კომენტარი
ადა მარშანია: ფრაქციაში გედევან ფოფხაძეს მოვიწვევთ - თუ მას ბრძოლას უნდა, არ ინანებს

„ამ დღეებში გაირკვევა, თუ ვინ იქნება ის ბედნიერი დეპუტატი, რომელიც შეავსებს ჩვენს ფრაქციას “, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ჯერჯერობით, კონკრეტულ პიროვნებასთან მოლაპარაკება არ შემდგარა, თუმცა მისი თქმით, გუნდი აპირებს, ფრაქციაში გადასვლა დეპუტატ გედევან ფოფხაძეს შესთავაზოს.

„თუ არ შეივსება, არაუშავს, ესეც ცხოვრებაა პოლიტიკური, როგორც ვიბრძოდით მანამდე, ისე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის, უკეთესი მომავლისთვის და ყველა მოღალატეს და უცნაურ პოლიტიკოსსაც შევებრძოლებით. შევთავაზებთ, ბატონ გედევან ფოფხაძეს, არ არის გამორიცხული, რომ გავიმეორებთ მოწვევას ფრაქციაში, თუ მას ბრძოლა უნდა, არ ინანებს“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრი, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს. იმ შემთხვევაში, თუ მის ადგილს სხვა რომელიმე დეპუტატი არ დაიკავებს, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ დაიშლება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics