03:25 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 16:12:41, 852 ნახვა

რეგიონი
შეხვედრა კინოფილმ „ნამეს“ შემოქმედებით ჯგუფთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან ერთად, კინოფილმის "ნამე" რეჟისორს ზაზა ხალვაშს და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს შეხვდა. 

თორნიკე რიჟვაძემ კინომატორგაფებს ის წარმატება მიულოცა, რომელიც ფილმმა "ნამემ" საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოიპოვა. განსაკუთრებული კმაყოფილება გამოითქვა აჭარაში გადაღებული ქართული ფილმის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ - ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონიალზე წარდგენის გამო. 

ფილმის რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სამომავლო გეგმები გააცნო. 

"ნამე" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციაა. ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, შემდეგ კი იგი ვილნიუსის და სოფიას კინოფესტივალებზეც აჩვენეს. "ნამე" სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია. 

თორნიკე რიჟვაძემ კინოფილმ "ნამეს" და მის შემოქმედებით ჯგუფს წარმატებები უსურვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics