11:54 - 28 May, 2026
|
2018-09-18 12:56:54, 3294 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ჩაცხრილული ქართველი ბიზნესმენის, ბადრი შენგელიას მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ცნობილია
რუსეთში მოკლული ქართველი ბიზნესმენის, ბადრი შენგელიას მკვლელობა შესაძლოა, საგამოძიებო კომიტეტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მიხეილ მაქსიმენკოს საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესში შენგელიას მონაწილეობას უკავშირდებოდეს, - ამის შესახებ Interfax იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 2018 წლის აპრილში მიხეილ მაქსიმენკოს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა 550 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის მიუსაჯეს. ეს ფული მან კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო მალადოის (ზაქარია კალაშოვი) ბრალის შესუსტებისთვის აიღო. გარდა ამისა, ყოფილ მაღალჩინოსანს ჯარიმის გადახდა, 165 მილიონი რუბლის სახით დაეკისრა. ბადრი შენგელია მაქსიმენკოს საქმეში ბრალდების მოწმე იყო. ცნობისთვის, ბიზნესმენის ცხედარი საკუთარ ავტომობილში სანქტ-პეტერბურგთან ახლოს გუშინ აღმოაჩინეს.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)