|
2018-09-17 14:07:02, 2716 ნახვა
ეკონომიკა
ბანკთაშორისი გადარიცხვების მიღების დრო ხანგრძლივდება
ბანკთაშორისი გადარიცხვების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი დღეიდან ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის სამუშაო გრაფიკს 1 საათით ახანგრძლივებს. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ეს საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს მომხმარებლების გადარიცხვები სამუშაო დღის 18:00 საათამდე შეასრულონ. „ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის ახალი სამუშაო გრაფიკი დადგინდა ბანკთაშორისი საგადახდო სისტემის (RTGS სისტემის) წესებით, რომლის მიხედვით, კლიენტის გადარიცხვების შესრულების ზღვრულ დროდ განისაზღვრა 18:00 სთ. დღემდე ასეთ გადახდებს RTGS სისტემა მხოლოდ 17:00 საათამდე ამუშავებდა. აღნიშნული ცვლილება ზრდის ბანკების შესაძლებლობას კლიენტებისგან მიღებული საგადახდო დავალებები შეასრულონ იმავე დღესვე. RTGS სისტემა ბანკთაშორისი ეფექტიანი საგადახდო სისტემაა, რომლის დანერგვითაც მინიმუმამდეა დაყვანილი საოპერაციო რისკები, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული სისტემაში გადარიცხვების დამუშავების პროცესი, საოპერაციო საათების განმავლობაში ბანკთაშორისი გადარიცხვები იწარმოება დავალებათა დამუშავების უწყვეტ რეჟიმში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფილია წვდომის უსაფრთხოება და სისტემაში გამავალი ინფორმაციის დაცულობა. RTGS სისტემის მართვას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს. აღნიშნული სისტემის მონაწილეები საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურია, რაც გულისხმობს, რომ ზემოთ აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც ბანკიდან ბანკში კლიენტების გადარიცხვებს ასევე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მიმართულ გადახდებს“, - აცხადებენ სებ-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)