|
2018-09-17 12:15:39, 2820 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ლევან ყიფიანს დღეს გამოკითხავს
მთავარი პროკურატურა სპორტის ყოფილ მინისტრს და ამჟამად „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ლევან ყიფიანს დღეს, ხოლო ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოკითხავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მედიასაშუალებებში დღემდე გასული აუდიოჩანაწერები ტელევიზიებიდან უკვე გამოთხოვილია. „დღევანდელი ჩანაწერით, რა თქმა უნდა, დაინტერესდება გამოძიება და ერთიან კონტექსტში განიხილება; მედიასაშუალებებში დღემდე გასული აუდიოჩანაწერები გამოთხოვილია ტელევიზიებიდან, ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი კი, რომლებიც სავარაუდოდ, ჩანაწერში ფიგურირებენ, დაკითხვაზე არიან გამოძახებული; ლევან ყიფიანი, რომელიც თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება დაკითხვაზე; ასევე, თბილისში დაბრუნების შემდეგ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს ზაზა ოქუაშვილი“, - აცხადებენ პროკურატურაში. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა დღეს „იბერიას“ საქმეზე კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერი ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი სამ მილიონზე საუბრობენ, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ხოლო ნაწილი „ომეგა ჯგუფმა“ კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)