00:58 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-16 19:23:48, 2925 ნახვა

სამართალი
სუსი სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს 5 საათი კითხავდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამ  ე.წ. მოდულის შენობა დატოვა. იგი უწყებაში 5 საათის განმავლობაში პასუხობდა გამძიებლების შეკითხვებს.

შონიამ არც უარყო და არც დაადასტურა, რომ გამომძიებლებს კითხვები ჰქონდათ ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

მისი თქმით, კითხვები იყო ყველაფერზე და მან ამომწურავი პასუხი გასცა ამ შეკითხვებს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. "რუსთავი 2"-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენ კვირკვიასთან სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.

უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა დღეს დილით დაკავებული ზაზა ხასაიასმეუღლე. ზაზა ხასაია გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას მეგობარია. ის წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებებში მუშაობდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ხასაიას მეუღლემ, ხათუნა ფიფიამ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics