|
2015-06-06 16:18:41, 1136 ნახვა
სამხედრო
საველე-საწვრთნელ ბანაკში საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული ფინალი გაიმართა
საველე-საწვრთნელ ბანაკში „პალდო“ საერთაშორისო კონკურსის „ალიანტეს“ ეროვნული ფინალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სერჟანტებმა კონკურსში მონაწილე 25 გუნდიდან ფიზიკური გამძლეობის მიხედვით 6 საუკეთესო გამოავლინეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ყველა კონკურსანტს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატება უსურვეს. „ალიანტეს“ წლევანდელი ეროვნული ფინალი აშშ-ში ტრაგიკულად დაღუპული კურსანტის ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც რამდენიმე წლის წინ კონკურსის გამარჯვებული იყო. გამარჯვებული გუნდები ლიტვაში გაემგზავრებიან და ლიტვის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფინალში იასპარეზებენ. ლიტვაში გამოვლენილი საუკეთესო 5 გუნდი, პირველად კონკურსის ისტორიაში, საქართველოში იმოგზაურებს. ახალგაზრდები საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზებს ესტუმრებიან და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან გამართავენ შეხვედრებს. პროექტი „საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს“ ორგანიზებითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)