|
2018-09-14 13:34:52, 1587 ნახვა
ეკონომიკა
ჩეხი მინისტრი: ჩვენი მეწარმეები საქართველოში ახალი ბიზნესწამოწყებით არიან დაინტერესებული
„საქართველოსა და ჩეხეთს შორის შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობებია. ჩემი ვიზიტი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება. ჩვენ უკვე განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ბიზნესის ცალკეულ სექტორებში,” - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეხვედრის შემდეგ ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ. მისი თქმით, ჩეხეთის კომპანიები დაინტერესებულები არიან მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტენდერებში თბილისსა და ბათუმში ელექტრო ავტობუსების მიწოდებასთან დაკავშირებით. „ჩვენ დაინტერესებული ვართ, „ენერგო პროს“ მსგავსად, ამ ბაზარზე ოპერირებით. ჩემთან ერთად საქართველოში 25 მეწარმეა ჩამოსული, რომლებიც ახალი ბიზნესის წამოწყებითაა დაინტერესებული. ჩვენ განვიხილეთ ჩეხურ „შკოდა“-სა და ქართულ კომპანიას შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის საკითხი, რომელიც უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების შესაფერის ლოკომოტივებს აწარმოებს. აღნიშნული ლოკომოტივები მოემსახურება როგორც ქართულ რკინიგზას, ასევე შესაძლებელი იქნება მათი ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს დასაქმებას,” - განაცხადა ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა მარტა ნოვაკოვამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)