|
2018-09-14 11:11:42, 1517 ნახვა
ეკონომიკა
ისარგებლეთ 30%-მდე CASH BACK შეთავაზებით „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში
„თეგეტა მოტორსის“ ყველა მომხმარებელს „თეგეტას“ ქსელში ნებისმიერი მომსახურების ან პროდუქტის შეძენისას დაუბრუნდება 30%-მდე თანხა „თეგეტა ქარდზე“. აქციის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ: საბურავები 59 ლარიდან, აკუმულატორები 87 ლარიდან, წინა მაშუქის ნათურები 5 ლარიდან, სამუხრუჭე ხუნდები 22 ლარიდან, ზეთები და ზეთის ფილტრები 5 ლარიდან, ანთების სანთლები 5 ლარიდან და სალონის ფილტრები 18 ლარიდან. შეთავაზება მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით. „თეგეტა ქარდზე“ დარიცხული თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ თეგეტას ბრენდირებული აქსესუარების, ინსტრუმენტების, ავტომობილის მოვლის საშუალებების და ნებისმიერი დასახელების პროდუქტის ან სერვისის შესაძენად თეგეტას ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტით“ რომლის ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ reservation.tegetamotors.ge/home ან დაუკავშირდით „თეგეტას“ ცხელ ხაზს 0322 26 44 44. „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში: shop.tegetamotors.ge
(R)
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)