23:11 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-05 19:38:18, 523 ნახვა

პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობასთან შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას, ყოფილი პრემიერ-მინისტი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დაუდასტურა.

უსუფაშვილის თქმით, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული თემა, ახალი არ არის და სურდათ ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობა ივანიშვილსაც მიეღო.

"ჩვენი თხოვნით ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი ამ სხდომას, ვინაიდან გვინდოდა გაგვეაზრებინა კარგად, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებული საკითხი ახალი არაა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ ივანიშვილის ყოფნა. საარჩევნო სისტების ვერსია და მოდელი ჩვენი საერთო პოზიციაა." - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ქართული ოცნების" შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics