00:46 - 29 May, 2026
|
2018-09-10 20:14:21, 1344 ნახვა
სამართალი
პირს, რომელიც ალი და ნინოს ქანდაკებაზე აძვრა 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა
კონსტანტინე ედიბერიძეს, რომელიც დღეს ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებაზე ავიდა და ჩამოსვლაზე უარს აცხადებდა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადება დარბაზში ხმაურის ფონზე მოუწია. ედიბერიძე სასამართლო სხდომაზე მოსამართლესა და სამართალდამცავებს ეკამათებოდა, განაჩენის მოსმენის შემდეგ კი, მან განსასჯელის მაგიდა გადააბრუნა. კონსტანტინე ედიბერიძეს ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ედება. ცნობისთვის, კონსტანტინე ედიბერიძე ბათუმში, ერთი თვის განმავლობაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, მეოთხედ დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)