|
2018-09-10 10:41:48, 1050 ნახვა
სამართალი
თურქეთში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს
თურქეთში, დაბა ქემალფაშას მიდამოებში, საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. როგორც ცნობილია, 28 წლის მამაკაცის ცხედარი წყლიდან მყვინთავებმა ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ახლაგაზრდა თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდა. მან ავტოსადგომზე ავტომობილი გააჩერა და ზღვაში შევიდა, რამდენიმე წუთში კი მისი კვალი გაქრა. ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ასევე საკონსულოს წარმომადგენლები. საკონსულოს ინფორმაციით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეს საქართველოში გადმოასვენებენ. „7 საათიდან განახლდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, დაახლოებით 8 საათსა და 15 წუთზე საქართველოს მოქალაქის ცხედარი ნაპოვნი იქნა, ამჟამად ტარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და მისი ცხედარი გადასვენებული იქნება სამშობლოში“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ტრაპზონში, ავთანდილ მიქაცაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)