00:18 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-07 19:21:57, 3554 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 სამხედრო დაიღუპა, 3 კი, დაშავდა

ვაზიანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 1 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 3 კი, დაშავდა.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მე-12 ბატალიონის, მესამე მსუბუქი ქვეითი ასეულის, პირველი კლასის რიგითის ვაჟა ლევანის ძე შათირიშვილის გარდაცვალების გამო.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული იმყოფებოდა ვაზიანში არსებულ სასროლეთზე, სწავლების მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ტოვებდნენ სასროლეთის ტერიტორიას, ავტომანქანა გადაბრუნდა მიწაყრილიან გზაზე, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.

სამივე სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც მიყვანისთანავე გარდაიცვალა ვაჟა შათირიშვილი. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრნასპორტო მანქანის მართვის, ან ექსპლუატაციის წესის დარვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics