|
2018-09-06 15:39:25, 1254 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ, რათა მოსახლეობას მედიკამენტებზე ხარჯი მინიმუმამდე შეუმცირდეს
ასაკით პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე 50-დან 80%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ, - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. პრემიერის თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს, რათა მოსახლეობას მედიკამენტების შეძენით გამოწვეული ფინანსური ტვირთი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს. „საქართველოს მთავრობამ 2013 წელს წამოიწყო ჯანდაცვის სისტემის უპრეცედენტო რეფორმა და აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც თითოეულ მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, მიეღო ჯანდაცვის ის სერვისები, რომლებიც, ფინანსური ბარიერების გამო, მანამდე ხელმისაწვდომი არ იყო. 2017 წლიდან, ჩვენ დავიწყეთ მეორე ფაზა, შეიქმნა ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტზე 50%-იან ფასდაკლებას. რამდენიმე მედიკამენტზე ფასდაკლება 80 %-მდეც გაიზარდა. 3 სექტემბრიდან ფასდაკლებით სარგებლობენ ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კი აღნიშნული მედიკამენტების შეძენა უკვე წელიწადზე მეტია, შესაძლებელია, ხშირ შემთხვევაში - სიმბოლურ ფასად. გარდა ამ ჯგუფებისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მთელი მოსახლეობისთვის, განურჩევლად მათი ასაკისა და სოციალური სტატუსისა, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე 50%-მდე ფასდაკლების შესაძლებლობის შექმნის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა მედიკამენტის მაღალ ხარისხს ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, პროგრამა გაფართოებას განაგრძობს და უახლოეს პერიოდში უფრო მეტი მედიკამენტითა და მოსარგებლით იქნება წარმოდგენილი. „ჩვენ ვიცით, რომ მედიკამენტის შეძენაზე ე.წ ჯიბიდან გადახდილი ხარჯები ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის. როგორც მოსახლეობას შევპირდი, ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რომ ეს ხარჯი მინიმალური გახდეს ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი იმ საზოგადოებისთვის, რომელსაც უჭირს და სოციალურად დაუცველია“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)