18:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 13:04:05, 1236 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე რუსულ მედიაფორუმზე: ქვეყანა უნდა გვიყვარდეს ანთებული გულით, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ ცივი გონებით

„ქვეყანა უნდა გვიყვარდეს ანთებული გულით, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ ცივი გონებით“, - ასე გამოეხმაურა „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიაფორმუმს, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ ტარდება.

როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, სახელმწიფომ ის ჟურნალისტები, რომელთაც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული, ქვეყანაში არ შემოუშვა.

„თქვენ ნახეთ, რომ ჟურნალისტები, რომლებიც მთავარი მომხსენებლები იყვნენ და რომელთაც აქვთ დარღვეული ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, სახელმწიფომ არ შემოუშვა ქვეყანაში და შეაჩერა ისინი საზღვრზე. თუ თქვენ გაინტერესებთ, რა არის სახელმწიფოს რეაქცია - არის ეს, ჩვენი რეაქცია არის პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა უნდა გვიყვარდეს ანთებული გულით, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ ცივი გონებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია ფორუმი მიმდინარეობს. აღნიშნულის გამო, სასტუმროსთან დილიდან მოქალაქეები არიან შეკრებილი და ფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics