|
2018-09-04 19:06:12, 1296 ნახვა
სამართალი
პირს, რომელიც მეუღლეზე ორი წლის განმავლობაში ძალადობდა, 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული ჩ.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. როგორც „ექსპრენიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 1 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჩ.ა.-მ ძალადობა განახორციელა მეუღლის თ.ა.-ს მიმართ, რა დროსაც ტყავის ქამარი და მუშტი რამდენჯერმე დაარტყა ზურგის არეში. „სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ ჩ.ა. მეუღლესთან თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულზე. ჩ.ა.-ს ქმედებით თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა განიცადა. სამართალდამცველებმა ჩ.ა. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ჩ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)