|
2018-09-04 12:00:22, 1001 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: ევროპული სკოლის დაფუძნება ევროკავშირთან ინტეგრაციის კიდევ ერთი ხელშესახები შედეგია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში ორდღიანი ვიზიტით მყოფ ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნის საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილი მიესალმა თბილისში ევროპული სკოლის დაფუძნებას, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის კიდევ ერთ ხელშესახებ შედეგს, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა თაობას, არამარტო საქართველოდან, არამედ პარტნიორი ქვეყნებიდან, რომ ევროპული ხარისხის განათლება მიიღოს და მადლობა გადაუხადა ევროკომისარს თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის" გახსნაში შეტანილი წვლილისათვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკომისრის მოლაპარაკებებისა და საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. შეხვედრისას აღინიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიმართულებით. გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, საერთაშორისო თანამეგობრობას კი აღნიშნული საკითხის მიმართ აქტიური ქმედებისა და კონსოლიდაციისაკენ მოუწოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის დელეგაციის წევრები, საქარათველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)