|
2018-09-03 12:35:10, 1225 ნახვა
სამართალი
ნაზი ჯანეზაშვილი: სასამართლოს თავმჯდომარის დასახელებაზე პრეზიდენტი გაიბუტა და ეს სერიოზული არ არის
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე, პრეზიდენტი როგორც მოიქცა, ამას გაბუტვას დავარქმევდი და ეს სერიოზული მიდგომა არ არის“,- ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება, რომ ის აღარ დაასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს. მისი განმარტებით, პრეზიდენტმა დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა და მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი თავად არის ვალდებული კანდიდატი დაასახელოს. „პრეზიდენტმა დაუსვა გამოუსწორებელი შეცდომა და ჯერ კიდევ უშვებს გამოუსწორებელ შეცომას, რადგან ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს არ ასახელებს. პირველ რიგში, ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულება, რომ მან წარადგინოს კანდიდატი. ჩემი აზრით, შეცდომაა ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადააქვს მას პასუხისმგებლობა. რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები ნამდვილად არ არის კონსტიტუციაში მითითებული, როგორც ნომინირების სუბიექტი.პრეზიდენტს რომ სცოდნოდა, რომ სისტემას მიხეილ ჩინჩალაძე მართავს და ისუტიციის უმაღლეს საბჭოში მისი ხალხია წარმოდგენილი, რომლებიც ნომინირებასთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ პრეზიდენტი სხვა პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საკითხს. როგორც ის მოიქცა, ამას გაბუტვას დავარქმევდი და ეს სერიოზული მიდგომა არ არის. ვფიქრობ, რომ სერიოზული შეცდომაა, როდესაც პრეზიდენტი კანდიდატს არ ასახელებს, თუმცა არაა გამორიცხული დამოკიდებულება შეიცვალოს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)