|
2018-09-02 11:40:50, 1358 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ახალციხეში ბინის და ავტომობილების ქურდობის ფაქტები გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხეში ბინის და ავტომობილების ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 1 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში არაერთგზის განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული პ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 20 აგვისტოს ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინაში უკანონოდ შევიდა, ფული, მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული პარფიუმერია მოიპარა და მიიმალა. პ.ჭ.-მ 25 აგვისტოს ასევე, ახალციხეში, იაძის ქუჩაზე ადგილობრივი მკვიდრის კუთვნილი ავტომობილიდან ფული მოიპარა. 28 აგვისტოს კი, ქუჩაში გაჩერებული ერთ-ერთი ავტომობილიდან სანადირო თოფს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ნაქურდალი სანადირო თოფი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. სასამართლოს განჩინების საფუძველზე პ.ჭ.-მ ბრალდებულის სახით დაკავებისას, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სანადირო თოფიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)