11:14 - 28 May, 2026
|
2018-08-30 13:10:57, 2545 ნახვა
მსოფლიო
ნატომ, შესაძლოა, შტაბბინის შენობას ჯონ მაკკეინის სახელი უწოდოს
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, შესაძლოა, ბრიუსელში შტაბბინის ახალ შენობას ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელი უწოდოს, - აღნიშნული ინიციატივით დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი გამოვიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც ნატო-ს პრესმდივანმა ოანა ლუნგესკუმ განაცხად, შესაბამისი განკარგულება გენერალური მდივნისგან, იენს სტოლტენბერგისგან მიიღეს და მას დეტალურად განიხილავენ. CNN-ი წერს, რომ ამერიკელი სენატორი აქტიურად უჭერდა მხარს ალიანსსა და მასში სხვა ევროპელი ქვეყნების გაწევრიანებას. "ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მას სიმამაცისთვისა და ხასიათისთვის დაიმასხოვრებენ, ასევე, როგორც ნატო-ს ძლიერ მხარდამჭერს", - წერდა სტოლტენბერგი სენატორის გარდაცვალების შემდეგ. ცნობისთვის, ნატო-მ შტაბბინა მიმდინარე წლის დასაწყისში შეიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)