|
2018-08-27 13:48:27, 2793 ნახვა
მსოფლიო
The Washington Post - ტრამპმა ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თეთრ სახლს განცხადების გავრცელება აუკრძალა
დონალდ ტრამპმა სენატორ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის მიერ ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებაზე უარი თქვა, - ამის შესახებ The Washington Post-ი წერს. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ წინასწარ მოამზადა განცხადება, სადაც გარდაცვლილი სენატორი ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომში მონაწილეობის გამო გმირად იყო მოხსენიებული. ეს განცხადება პრეზიდენტ ტრამპს გადაუგზავნეს, თუმცა მან ამ განცხადების გავრცელებაზე უარი თქვა. ამის ნაცვლად აშშ-ის პრეზიდენტმა მოკლე განცხადება დაწერა „ტვიტერზე“: „მინდა უღრმესი პატივისცემა და სიმპათია გამოვხატო სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახის მიმართ. გულით და ლოცვით თქვენთან ვართ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა. The Washington Post-ი ასევე წერს, რომ ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპსა და ჯონ მაკკეინს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. ამერიკელი სენატორი თეთრი სახლის ლიდერს ღიად აკრიტიკებდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მაკკეინმა დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას „ტრაგიკული შეცდომა“ უწოდა. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა 2015 წელს განაცხადა, რომ ჯონ მაკკეინს გმირად არ მიიჩნევს, რადგან ვიეტნამის ომის დროს ის ტყვედ ჩავარდა: „პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ტყვედ არ ჩავარდნენ“. შეგახსენებთ, 81 წლის ასაკში საკუთარ სახლში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია მაკკეინი ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და რამდენიმე თვის წინ მძიმე ოპერაციაც გადაიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)