|
2018-08-26 14:37:01, 3281 ნახვა
მსოფლიო
მაკკეინის გარდაცვალებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან
სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ეხმაურება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ტვიტერზე გამოეხმაურა. “ჩემი ღრმა თანაგრძნობა და პატივისცემა სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახს. ჩვენი გულები და ლოცვა თქვენთანაა. ” აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამძიმრის წერილი Twitter-ის პირად გვერდზე განათავსა. „ჯონ მაკკეინის ცხოვრება ნათელი მტკიცებულებაა იმისა, რომ არსებობს უსაზღვრო სიმართლე, გამბედაობა, სიმამაცე. მისი მოღვაწეობის შედეგები ამერიკაზე ჯერ კიდევ ისახება. ეს კიდევ ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება. ცხოვრების ბოლოს ის საზარელ დაავადებას ებრძოდა, თუმცა არასდროს დავიწყებია ის, რისიც ყველაზე მეტად სწამდა – ქვეყანა უპირველეს ყოვლისა“. - წერს ბაიდენი. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თქმით მან დაკარგა, კარგი მეგობარი რომელიც ძალიან მოენატრება. „ზოგი ადამიანის ცხოვრება იმდენად მკაფიოა, რთულია იმის გააზრება, რომ ის მთავრდება. ზოგის ხმა იმდენად ძლიერია, რომ მათი ჩაჩუმება ძალიან რთულია. ჯონ მაკკეინს ჰქონდა ღრმა რწმენა და უმაღლესი ხარისხის პატრიოტი იყო. ჩემთვის კი ის კარგი მეგობარი იყო, რომელიც ძალიან მომენატრება“.- აღნიშნა ჯორჯ ბუშ უნცროსმა. სენატორის გარდაცვალებას აშშ-ს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი ჯრჯ ბუში უფროსი გამოეხმაურა. „ჯონ მაკკეინი უმაღლესი დონის პატრიოტი იყო, რომელსაც უიშვიათესი გამბედაობა ჰქონდა. ძალიან ცოტა აკეთებს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის იმდენს, რამდენსაც ის აკეთებდა“. კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს თქმით, სენატორმა მაკკეინმა თავი ქვეყნის სამსახურს შესწირა. „ჯონ მაკკეინი ამერიკელი პატრიოტი და გმირი იყო. მან ცხოვრება სამშობლოს სამსახურს შესწირა და მილიონობით ამერიკელის შთაგონების წყარო გახდა. დღეს კანადელები ამერიკელებს ჯო მაკკეინის ცხოვრების ზეიმსა და მისი გარდაცვალების გლოვაში უერთდებიან“.- წერს ტრუდო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)