22:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 11:33:15, 1907 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის

გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით ხულოს, ქედის და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალის ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე, მიმდინარეობს „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის" პროექტი, რომელის მთლიანი დაფინანსება შეადგენს 119 მილიონ ევროს სესხის და 37 მილიონ ევროს გრანტის სახით.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, შეიქმნება მიმზიდველი პირობები რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის. ასევე, ხელი შეეწყობა საშუალო და მცირე ბიზნესს,  რაც საწინდარია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics