17:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 11:20:11, 1865 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი გოგაშვილის გადადგომაზე: მიზეზები ჩემთვის უცნობია, იმედი მაქვს, გუნდის გაძლიერებას გააგრძელებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გადადგომას გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გოგაშვილის გადაწყვეტილების მიზეზები მისთვის უცნობია.

 „მიზეზები ჩემთვის უცნობია. ვიცი, რომ ბატონმა სოსომ თავად დატოვა თანამდებობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ისევ გააგრძელებს „ქართული ოცნების“ გუნდის გაძლიერებას, როგორც ეს იყო მისი ჩვენს გუნდში ყოფნის ყოველ მომენტში, პირველივე დღიდან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი იოსებ გოგაშვილმა 21 აგვისტოს დატოვა. იგი ამ თანამდებობას 2015 წლის აგვისტოდან იკავებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics