22:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 12:03:37, 1854 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს.  

შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე, ასევე განიხილეს მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა, 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები.

ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და კმაყოფილება გამოთქვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების გამო, სადაც ხაზგასმულია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები.  

როგორც მან აღნიშნა, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან იგი სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და მხარს უჭერს ქვეყანას დასახული სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიერ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფო ინვესტიციების ზრდის, ბიზნეს გარემოს, მმართველობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს სამუშაო ვიზიტით 27 აგვისტომდე სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისიის წევრების შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის და პარლამენტის წევრებთან, ეროვნულ ბანკში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics