22:32 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-04 15:35:34, 460 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელმა რაიმონდს ვეიონისს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა რაიმონდს ვეიონისს ლატვიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ვულოცავ ჩემს უკვე ყოფილ კოლეგას. დიდ წარმატებებს და მშვიდობას ვუსურვებ მის ქვეყანას და მსოფლიოს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ისეთივე მჭიდრო და ინტენსიური იქნება, როგორც მისი თავდაცვის მინისტრობის დროს.

პრეზიდენტად არჩევამდე რაიმონდს ვეიონისს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ლატვია საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომლის პრეზიდენტიც სეიმის მიერ ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა. რაიმონდს ვეიონისმა ამ თანამდებობაზე ანდრის ბერზინში შეცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics