|
2018-08-16 18:26:44, 1663 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე ნახსენები იყო ახმედ ჩატაევი, თამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი
„მაჩალიკაშვილი ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე გამოიკითხა - ნახსენები იყო ახმედ ჩატაევი, თამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და სხვა პირები“, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, ქეთი ჩუთლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოძიების კითხვები კონკრეტულ პირებთან მალხაზ მაჩალიკაშვილის კომუნიკაციასა და ურთიერთობებს ეხებოდა. „კითხვები ძირითადად შეეხებოდა კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციას, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა მათთან და ეს კითხვები იყო ზოგადი ხასიათის. იყო ნახსენები თამაზ მარგოშვილთან, რუსლან ალდამოვთან კომუნიკაცია და ა.შ. გარკვეულწილად კითხვები ეხებოდა ახმედ ჩატაევთან კავშირსაც. გარკვეული კითხვები იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართაც, თუმცა იგი არის გარდაცვლილი, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს და უსაფუძვლოდ მიგვაჩნია გამოძიების გაგრძელება“, - განაცხადა ადვოკატმა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის უკვე დატოვა. უწყებაში შვილმოკლული მამა 21 აგვისტოსაც დაიბარეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)