|
2018-08-16 16:41:21, 5750 ნახვა
მსოფლიო
გერმანიამ მესამე სქესის განსაზღვრებას მხარი დაუჭირა
გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები ოფიციალურად შეძლებენ მესამე სქესის მითითებას. კანოპროექტი, რომელიც ოთხშაბათს დაამტკიცეს, ინტერსექს ადამიანებს საშუალებად აძლევს, ოფიციალურ დოკუმენტებში მათი სქესი, როგორც “სხვა” ან “განსხვავებული” დაარეგისტრირონ. ცვლილებების ძალაში შესვლამდე ინტერსექს ადამიანებს შეეძლოთ, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში სქესი არ მიეთითებინათ. კანონპროექტი გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მომზადდა. სასამრთლომ დაადგინა, რომ დღემდე მოქმედი რეგულაციები ინტერსექსუალი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულია. გერმანიის მთავრობაში ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში თქვეს, რომ ვერდიქტს დაემორჩილებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)