|
2018-08-16 12:23:04, 1148 ნახვა
სამართალი
მაჩალიკაშვილის ადვოკატი: რატომ გახდა ამდენი ხნის შემდეგ მაჩალიკაშვილის დაკითხვა საჭირო
პანკისის სპეცოპერციის დროს მოკლულის თემურლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მაჩალიკაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას გაუგებარს უწოდებს. ადვოკატის თქმით, მაჩალიკაშვილი დაბარებულია ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე. „მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში. ჩვენი ინფორმაციით, დღეს ის დაიკითხება ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. როგორც იცით, ამ საქმეზე გარკვეული პირების მიმართ უკვე დადგა განაჩენი. როგორც განგვიმარტა საგამოძიებო ორგანომ, საქმის გარკვეული ნაწილი გამოყოფილია და კვლავ მიმდინარეობს გამოძიება გარკვეული პირების მიმართ და შესაბამისად, ამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხება ბატონი მალხაზი. ბუნებრივია, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გახდა ამდენი ხნის შემდეგ მისი დაკითხვა საჭირო. მითუმეტეს, გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და გარკვეული პირების მიმართ განაჩენი უკვე დამდგარია", - განაცხადა ადვოკატმა. მაჩალიკაშვილის გამოკითხვა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)