21:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 11:11:15, 1766 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს მეორე კვარტალში 2 მილიონი მოგზაური ეწვია

2018 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო
არარეზიდენტი მოგზაურების 2 მილიონი შემოსვლა, რაც 12.7 პროცენტით მეტია 2017 წლის II
კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური - საქსტატი იუწყება.

საქსტატისვე ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.8 %, განხორციელდა 31-50 წლის ასაკის მქონე მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების2 მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.8 პროცენტით არის გაზრდილი.
2018 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 15.7 პროცენტით არის გაზრდილი.საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 20.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics