11:13 - 28 May, 2026
|
2018-08-11 12:31:32, 3632 ნახვა
მსოფლიო
ბუქარესტში ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად 440 ადამიანი დაშავდა
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად 440 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 24 ჟანდარმი, - ამის შესახებ Agerpres იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 65 დაშავებულს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა და ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა აქციაზე წყლის ჭავლის მანქანები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამასთან, მომხდარს უკვე გამოეხმაურა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. მან აქციის მონაწილეების დარბევა დაგმო. ცნობისთვის, აქციაზე 60 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის ორგანიზატორები საზღვარგარეთ მცხოვრები რუმინელები იყვნენ. მათი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნები მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)