|
2018-08-07 15:04:50, 1814 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში სახანძრო-სამაშველო მანქანების წარმოება დაიწყო
„დელტამ“ სახანძრო-სამაშველო მანქანების წარმოება დაიწყო. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ავტოპარკს 2 სახეობის სახანძრო დანიშნულების მანქანის პირველი პროტოტიპები 2019 წლის დასაწყისისთვის შეემატება. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წარმომადგენელთა მიერ კომპანია „როზენბაუერთან“ მიღწეული შეთანხმების შედეგად, აღნიშნული მანქანების საამწყობო-საწარმოო ოპერაციები შესრულდება ავსტრიულ სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია როზენბაუერთან ერთად „დელტას“ საწარმოო ბაზაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. მათვე ცნობით, იგეგმება საქართველოს ავტოპარკის სრული განახლება და სამომავლოდ, საქართველოში წარმოებული სახანძრო მანქანებით რეგიონის ქვეყნების მომარაგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)