|
2018-08-07 13:59:33, 1315 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის დეგუსტაციები კორეასა და სინგაპურში გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media"-ს ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას „აზიის ტური 2018"-ის ფარგლებში, „Meiburg Wine Media"-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, მის კულტურასა და ისტორიას, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას აცნობდა. სამხრეთ კორეაში ქართული ღვინო წარდგენილი იყო სეულის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში „Kwonsooksoo". სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ კერძებთან ერთად. ღონისძიებას ღვინის იმპორტიორები, ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი შეფასებით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რომლებიც ჰარმონიულად შეეხამება კორეულ სამზარეულოს. ქართული ღვინო სინგაპურშიც ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად იყო წარმოდგენილი. სტუმრებმა დააგემოვნეს 10 ქართული კომპანიის ღვინო და ჭაჭა. საღამოს ღვინის იმპორტიორები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. სინგაპურში ასევე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი გაყიდვების მენეჯერებთან. მიმდინარე წლის ბოლომდე აზიის ტურის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში - შანხაიში, მაკაოში, სიამენში, გუანჯოუში, შენჭენსა და ჰონგ-კონგში გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)