|
2018-08-01 16:33:01, 1029 ნახვა
სამართალი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის უკანოდ დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორის რაიონში გამავალი მაგისტრალური გაზსადენიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის მართლსაწინააღმდეგოდ, ფარულად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული კ.ს. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ კ.ს-მ გორის რაიონის სოფელ ბერბუკში გამავალი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ოპერირების ქვეშ მყოფ მაგისტრალურ მილსადენზე მიწისქვეშ უკანონოდ დააერთა ლითონის მილი და ბუნებრივი აირის წნევის დამადაბლებელი რეგულატორი. აღნიშნული მოწყობილობების გამოყენებით კ.ს. 2015 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 12 ივლისამდე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 153 192 კბმ ბუნებრივ აირს, რითაც დაზარალებულ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" მიაყენა 457 631 ლარის, დიდი ოდენობის ზიანი. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა კ.ს. 2017 წლის 6 დეკემბერს სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით (ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით, მაგისტრალურ მილსადენში არსებული გაზის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ს დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)