21:08 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 15:21:33, 384 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საქართველო-ესტონეთს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად ოფიციალური ვიზიტები დაიგეგმება

მთავრობის ადმინისტრაციაში ესტონეთის პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესთან  გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
თინა ხიდაშელის  განცხადებით, ესტონეთი საქართველოს  მნიშვნელოვანი პარტნიორია, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ოფიციალური ვიზიტებიც დაიგეგმება. „წელს რამდენიმე ვიზიტი იქნება ტალინში. სწორედ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს ეს ურთიერთობები და რაც შეიძლება უფრო მეტად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა, რომელსაც ეს სახელმწიფო გვაძლევს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
გაფართოებული შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ესტონეთთან ინტენსიური თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება.
შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხში, ასევე, პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ექსპერტული მხარდაჭერა. დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები.
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics