|
2018-07-30 10:53:10, 1743 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში დაღუპულთა რაოდენობამ 91-ს მიაღწია
საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ AP იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები 190 ადამიანმა, მათ შორის 23-მა ბავშვმა მიიღო. 25 ადამიანი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება. ექსპერტიზის ჩატარების შედეგად 59 ცხედრის ვინაობა იდენტიფიცირებულია, ხოლო 28 ცხედრის ამოცნობა ამ დრომდე არ მომხდარა. მედიის ცნობით, რთული მეტეოლოგიური პირორბების გამო ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდეა მისული. დაიწვა ასობით სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი სავარაუდოდ ხელოვნურად არის გაჩენილი. მოქალაქეები ხანძრისგან თავის დაღწევას ცდილობენ და საცხოვრებელი სახლების სახურავებზე ადიან. საბერძნეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ცნობისთვის, ხანძარი საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს. დღეს საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიმართა. ესპანეთის მთავრობა, გადაწყვიტა, რომ საბერძნეთის დასახმარებლად 2 თვითმფრინავი გამოყოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)