17:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-28 18:52:26, 965 ნახვა

კომენტარი
ირაკლი აბესაძე: არასრულწლოვნებმა მეტი ინფორმაცია მოგვაწოდეს ახალი გარემოებების შესახებ

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დღეს არასრულწლოვნები დაკითხვა.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, დადგინდა, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვანი ამ დრომდე გამოკითხული არ იყო.

„დღეს გამოკითხულმა არასრულწლოვნებმა კვლავ დეტალურად ისაუბრეს და უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდეს იმ ახალი გარემოებების შესახებ, რაზედაც ჩვენ ორი დღის უკან ვსაუბრობდით. სამწუხაროა, რომ ეს არასრულწლოვნები და ერთ-ერთი მათგანი არ იყო გამოკითხული ივნისის ბოლომდე გამოძიებაში. ისინი არ დაიკითხნენ პირველ დეკემბერს მომხდარ დანაშაულზე, რამაც საბოლოო ჯამში შექმნა სიტუაცია, რომ ჩვენ რვა თვის გასვლის შემდეგ გვიწევს ახალ ვერსიებზე, ახალ გარემოებებზე, ახალ ინფორმაციაზე საუბარი, რისი გადამოწმებაც დღეს გაცილებით უფრო რთულია. ასე რომ, გამოძიებას მოუწევს, ძალიან სწრაფად შეისწავლოს ეს გარემოებები და გააკეთოს საბოლოო დასკვნები“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics