|
2018-07-27 17:34:00, 1104 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ტერორიზმის საქმეზე ბრალდებული ყველა პირი პატიმრობაში დატოვა
საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ბრალდებულები მოსამართლის წინაშე ბოლო სიტყვით წარდგნენ. მოსამართლემ ბრალდებულებს 13, 12 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შეგახსეებთ, 2017 წლის 21-22 ნოემბერს და 26 დეკემბერს, თბილისსა და პანკისის ხეობში სპეცოპერაციები ჩატარდა. თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ტერორისტული დაჯგუფების 2 წევრის ლიკვიდირება მოხდა, ხოლო დაჯგუფების ლიდერმა ახმედ ჩატაევა თავი აიფეთქა. გარდა ამისა, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, 4 სამართალდამცველი კი, დაშავდა. რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, სუს-მა ჯგუფთან კავშირში მყოფი სხვა პირები რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ზურაბ გორნაკაშვილი დააკავა. ამასთან, სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალა პანკისის ხეობის მკვიდრე თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელსაც სუს-ი ჩატაევთან კავშირს ედავება. ცნობისთვის, ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სულ 6 პირი დააკავეს, რომელთაგან ორ პირს, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად, ოთხს კი ტერორისტების დახმარება და მათი საქმიანობის ხელშეწყობა. ამავე ბრალდებით დაკავებული კიდევ ორი პირის საქმე ცალკე განიხილება.
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)