22:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-27 14:10:53, 753 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით "კანონპროექტი" მიიღო, რომელიც ნარკოტიკების გასაღებისთვის და სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მართვისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, "კანონპროექტი" 26 ივნისს გამართლ "სესიაზე" განიხილეს. 
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, "კანონდარმღვევს" სასჯელის სახით სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა დაემუქრება. 

როგორც ე.წ. დეპუტატმა დიმიტრი დბარმა აღნიშნა, აქამდე ანალოგიური დანაშაულისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებული იყო 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

„ეს სანქცია იმ პირთა ჯგუფზე გავრცელდება, რომლებსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ. ეს სანქცია არ გავრცელდება ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ. სანქცია მხოლოდ და მხოლოდ გამავრცელებლებს შეეხებათ“, - აღნიშნა დბარმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics