00:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-03 12:08:24, 579 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი - დადეშქელიანების სახლის ფოტო

საქართველოს ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტია ფოტო დადეშქელიანების სახლისა, რომელიც აშენებულია XIX საუკუნის მიწურულს დადეშქელიანების სამთავრო რეზიდენციასთან ახლოს.

„ერთი ახალი ხის სახლი და დადეშქელიანებისა ... ბალკონის ქვეშ მოსჩანს სპილენძის ქვაბები, რომლებიც მიწიდან ამოუღიათ გათხრის დროს და რომელნიც კუბოს მაგიერ ყოფილან ნახმარნი ... ძველ შენობებში დადიშკელიანებისა განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ხის ბეღელი, სულ მოხარატებული და შემკობილი საუცხოო ჩუქურთმებით ... დადიშკელიანების ეზოს ამშვენებს შტოებგაშლილი დიდი ჭადარი, რომლის ქვეშ იკრიბებიან როგორც ოჯახობა დადიშკელიანთ, ისე სოფლელები, აქ არის სჯა-ბაასი საზოგადო საქმეებზე, სასამართლო, ფიცი, პირობების დადება თუ სხვა თათბირი“ - ექვთიმე თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937.

ამ სახლში არსებული ტრადიციით დადეშქელიანებთან მოსული ყველა სტუმარი საკუთარ ხელრთვას - ავტოგრაფს ტოვებდა სახლის კედლებზე.

სამწუხაროდ, სახლი ამჟამად აღარ არსებობს, 1917 წელს დაინგრა.

ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics