|
2018-07-25 19:57:03, 2484 ნახვა
მსოფლიო
პრეზიდენტი მაკრონი: ბენალი ჩემი საყვარელი არ ყოფილა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთკვირიანი დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ პრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსი, ალექსანდრე ბენალი მისი საყვარელი არასოდეს ყოფილა. "ალექსანდრე ბენალას არასოდეს ჰქონია წვდომა ატომურ კოდზე, მას არასოდეს ჰქონია 300 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ალიმას მოედანზე, ბენალის არასოდეს გამოუმუშავებია 10 000 ევრო და ბენალი ჩემი საყვარელი არასოდეს ყოფილა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. საფრანგეთში განიხილავენ ალექსანდრე ბენალის სტატუს და იმ ფაქტს, რატომ სარგებლობს დაცვის ყოფილი უფროსი პრეზიდენტის დიდი ნდობით. რამდენიმე გამოცემის ცნობით, წარსულში ბენალი და ემანუელ მაკრონი ბოიფრენდები იყვნენ. პრეზიდენტის თქმით, ყველაფერზე პასუხისმგებელი თავად არის, როგორც საფრანგეთის ლიდერი. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის აპარატის უფროსის მოადგილე ალექსანდრ ბენალი 1 მაისს პარიზში აქციაზე მივიდა და მომიტინგეებს თავს დაესხა. ბენალი ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო კამპანიის დროს უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)