|
2018-07-24 16:13:50, 1412 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა - ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა
საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. საბერძნეთშ ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. მედიის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მას შემდეგ გართულდა, რაც რეგიონში ძლიერი ქარი ამოვარდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა მომხდართან დაკავშირებით 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. მისივე განცხადებით, საბერძნეთი მის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთლ მდგომარეობაშია. ცნობისთვის, ხანძარი საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს. დღეს საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიმართა. ესპანეთის მთავრობა, გადაწყვიტა, რომ საბერძნეთის დასახმარებლად 2 თვითმფრინავი გამოყოს. გარდა ამისა, საბერძნეთში საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებდნენ. მათგან ერთი იპოვეს და ის თავს კარგად გრძნობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)